პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პოლიტიკა - 16:30, 18 Feb, 2018     1169

პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემატური პანელი - „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა". ღონისძიების მიზანს გერმანულ საზოგადოებში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძება მიუნხენის კონფერნეციის ხელმღღვანელის მოადგილემ ბენებდიქტ ფრანკემ გახსნა. თემატურ პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მწერლებმა ზურაბ წარუმიძემ, აკა მორჩილაძემ და ალექსანდრე კარტოზიამ.

„დღეს ჩვენ პირველად, მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით და ხელშეწყობით, გავმართეთ ღონისძიება, რომელიც გახლდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენ, ქართველ მწერლებთან ერთად, გვესაუბრა საქართველოს როლზე არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში, არამედ გვესაუბრა თანამედროვე საქართველოზე და მის როლზე ევროპულ პოლიტიკაში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და ასევე ევროპულ კულტურაში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მსგავსი ღონისძიებებით კიდევ უფრო გავაღვივოთ გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსადმი ინტერესი, მოვემზადოთ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისთვის, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება და მოვახდინოთ ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა მიუნხენში გამართული ღონისძიების ფარგლებში ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ინტეგრაციის პროცესში: „ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქართველ მოქალაქეებს მიეცათ უვიზოდ მოგზაურიბის შესაძლებლობა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. ეს ყოველივე კიდევ უფრო თვასაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ საქართველო არის თავისუფალი ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და მოტივირებული ვართ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ვიდრე ჩვენგან ამას ითხოვს ასოცირების ხელშეკრულება” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის 54-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდი როტი, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოტი, კონფერეცნიის მონაწილეები, მასმედიის, ლიტერატურურლი წრეების და დიასპორის წარმოამდგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42