საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები მიუნხენში
პოლიტიკა - 11:59, 18 Feb, 2018     999

„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან - ურსულა ფონ დე ლეიენთან და ფრანკ ბაკე-იენსენთან, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკესტერთან ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები იყო. როგორც ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს მონაწილეობა სკანდინავია-ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიებში გააქტიურდება, მრავალეროვნული წვრთნებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით კი, ქართული მხარე ახლო მომავალში ნორვეგიას ესტუმრება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდა. „გერმანია ბევრს გააკეთებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით გერმანიამ უკვე გამოყო რამდენიმე მილიონი და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მხარდაჭერას,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდნენ. სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42