გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:11, 18 Feb, 2018     979
გერმანია მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კარგი საშუალებაა კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის - ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხელ ჯანელიძესთან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანია დაინტერესებულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებით.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლით აღინიშნა. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. ხაზი გაესვა წარმატებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას და გამოითქვა მზადყოფნა გერმანიის ბუნდესტაგში არჩევნების შემდგომ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში ცალკეული ღონისძიებების გამართვის თაობაზე.

მაღალი შეფასება მიეცა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილოებას, რაც უნიკალური შესაძლებლობაა ქართული კულტურის წარმოჩენისთვის არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მრავალმილიონიან საერთაშორისო აუდიტორიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42