გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალში არსებული ისტორიული შენობების სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება
პოლიტიკა - 16:36, 17 Feb, 2018     1093

თბილისის მერი კახა კალაძე ლადო გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც გუდიაშვილისმოედნისრეაბილიტაციისბოლო ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მოისმინა და მიმდებარედ არსებული სარეაბილიტაციო შენობები დაათვალიერა. პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის მასშტაბური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი შეემატება.

„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ვაპირებთ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას და რეაბილიტაციას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული ტურისტული ადგილი დედაქალაქში თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, სადაც ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი.აქ იქნება მიმზიდველი გარემო არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. რასაც აქ ვუყურებთ, არის ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ მიმართულებით“ - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას.სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი,მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს,არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც,რომელიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია,ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42