„ვერ გეტყვით, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, დამნაშავეა ის? აღიარებულია? დაველოდოთ გამოძიებას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.“- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული. ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით აუცილებელია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფს სამგორის რაიონის გამგებელი დავითკერესელიძე და აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მუქარის მუხლით აღიძრა, კონფლიქტის დროს არ მომხდარა არც ქონებრივი და არც ფიზიკური დაზიანება. სამგორის რაიონის გამგებელმა "კურიერს" ის დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც მხარეს, რომელიც მას მუქარაში ადანაშაულებდა, მასთან პრეტენზიები აღარ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






