„ადამიანი, რომელთანაც მე მომოვუდა კონფლიქტი ჩემი კორპუსის მეზობლის სიძეა, მან არაერთხელ მოახდინა პარკირება ჩემს ავტოსადგომზე, რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა და ერთ-ერთი შენიშვნის დროს წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება. მე მეგონა რომ სასამართლო გამამართლებდა და დღესაც მჯერა, თუ თქვენ არ დამირღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას. ეს პიროვნება, თავისი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, თვლის, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიმართა ამ პიროვნებამ, რომ მას აღარანაირი პრეტენზია ჩემთან არ გააჩნია.“- განაცხადა დავით კერესელიძემ.
შეგახსენებთყ, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული. ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით აუცილებელია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა.
მასალის გამოყენების პირობები






