ენმ სამგორის რაიონის გამგებლის გადაყენებას ითხოვს - რას პასუხობს ბრალდებაზე დავით კერესელიძე
პოლიტიკა - 12:41, 17 Feb, 2018     1838
საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს სამგორის რაიონის გამგებელი დავითკერესელიძე და აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მუქარის მუხლით აღიძრა, კონფლიქტის დროს არ მომხდარა არც ქონებრივი და არც ფიზიკური დაზიანება.

„სამი წლის უკან, მარტში, პარკირების დროს მოხდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, ერთ-ერთი მცხოვრებლის სიძის მანქანა იყო გაჩერებული. ამ კონფლიქტში არ მომხდარა არც ქონებრივი, არც ფიზიკური დაზიანება და ეს პიროვნება ადგა და საჩივარი შეიტანა. ეს არის მუქარის მუხლი, ჩვეულებრივი მუქარაა. შენიშვნა მივეცი მანქანაზე, ნუ გააჩერებ მეთქი, ეს ფაქტი ერთხელ, ორჯერ განმეორდა, მესამეჯერ შენიშვნა მივეცი და ამაზე ადამიანი შეშინდა და იჩივლა,“ - განაცხადა დავით კერესელიძემ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით აუცილებელია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა:

„სასამართლოდან ინფორმაციის გამოთხოვა ერთი წელია შეუძლებელი გახდა და ძნელია დაადგინო , თუ რომელი მუხლით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ფაქტია ის რომ აღძრულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ამ გამგებლის მიმართ. გაასაჯაროონ რა საქმეზე მიმდინარეობს , ამასთანავე აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა. წარმოუდგენელია ასეთ მაღალ თანამდებობაზე იყოს პირი, რომლის მიმართაც პროკურატურას აქვს კითხვები.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42