„უნდა ვაღიაროთ, რომ ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს თანდათანობით მსოფლიო მასშტაბს იძენს. კრემლმა არ იცის თავისი ფარული ზრახვების საზღვრები. არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც უკრაინაზე უკეთ იცნობს, მოსკოვის ჰიბრიდული ომის ტაქტიკას. ამიტომ მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის მცდელობას გაანადგუროს ჩვენი ერთიანობა და დემოკრატია. ეს ომი სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფრონტზე და სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობს, თუმცა ბოროტება, რომელიც ამ ომის უკან დგას, ერთადერთია და ის კრემლში იმყოფება. რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა არის ეგზისტენციალური გამოწვევა, რომელიც ჩვენს მომავალზე მოახდენს გავლენას. პირველი ჩვენ უნდა გავიგოთ რა არის „რუსული მშვიდობა“, ამის მაგალითი ბევრია, რასაც ის ეხება ყველაფერს ნანგრევებად აქცევს, შეხედეთ აფხაზეთსა. სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს, ოკუპირებულ დონბასს და ყირიმს. როგორც ჩანს „რუსული მშვიდობის“ დოქტრინის თანახმად მთელი ევროპა უნდა გამოიყურებოდეს როგორც კალინინგრადი ან ოკუპირებული დონეცკი.“- განაცხადა პეტრო პოროშემკომ.
მასალის გამოყენების პირობები






