„შევხვდი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს დევიდ ჰოფსს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ახალი პოლიტიკური ფორმატის- საქართველო-ნატო-რუსეთის შესახებ. ეს პლატფორმა გულისხმობს უსაფრთხოების, თავდაუსხმელობის, საზღვრის დაცვის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას,- სამმხრივი (საქართველო-ნატო-რუსეთი) მოლაპარაკებების რეჟიმში.
ნატოში საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანების რეალობა ამ ეტაპზე არ არსებობს. ამაზე უკვე ღიად საუბრობენ ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფის წევრებიც კი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ახალი პოლიტიკური ფორმატების გახსნის საკითხი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური პლატფორმა- საქართველო- ნატო- რუსეთი ამ კუთხით ყველაზე რეალისტური და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ ამ პოლიტიკური ფორმატის დეტალები განვიხილეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას. აღინიშნა, რომ გაგრძელდება წარმოდგენილი პლატფორმის განხილვა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”- აცხადებს ირმა ინაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






