საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო 26 მაისს საქართველოში მოიწვია
პოლიტიკა - 19:26, 16 Feb, 2018     899

ფინეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინეთის მონაწილეობა - აღნიშნული საკითხები განიხილეს საქართველოს და ფინეთის პრეზიდენტებმა დღეს, ვილნიუსში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას.

საქართველოს პრეზიდენტმა საული ნიინისტო 26 მაისს საქართველოში მოიწვია, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრისას.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში პრეზიდენტებმა ეკონომიკური, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს გაუსვეს ხაზი. გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის პრეზიდენტთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42