„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:27, 16 Feb, 2018     978
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირადი პოზიციაა, რომ „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლიოს. კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრა შეაფასა:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პოლიტიკურ შტურმს ყველა ვხედავთ. ამას რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვითარებას თუ გავაუმჯობესებთ, თორე, იქ ვითარების გაუარესება შეუძლებელია. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაზე, რომ ნულოვანი რეიტინგი დაწერილიყო და ამას ყველა გულგრილად უყურებდა, მათ შორის ის ადამიანები, რომელთაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი მიტანილი აქვთ. გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეების ფული, ათეულობით მილიონი მიზნობრივად დაიხარჯოს და იმას მოემსახუროს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეინარჩუნოს შეიძინოს. ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება. ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ ეს ცვლილებებია. ამ თემაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ ჩემი არგუმენტების სისწორეში დღეს დავრწმუნდი. ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ იმ ცვლილებების საფუძველზე ვითარება გაუმჯობესდება, რაც მივიღეთ და გაუარსებით არაფერი გაუარესდება. ანუ, კერძო მაუწყებლებს ზიანი არ მიადგებათ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ და თავდაპირველი კანონპროექტი უნდა მივიღოთ, თუმცა საკითხზე უმრავლესობის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ”, – განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42