"გიორგი სალაყაიას ცრუობს, 1 200 000 დოლარი წილის შესაძენად არ გადაუხდია" - იმედა დვალიძე
პოლიტიკა - 17:32, 16 Feb, 2018     874
„კომპანია გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ უბილავამ და ამავე კომპანიის ადვოკატებმა იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ გიორგი სალაყაიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

სალაყაია აცხადებს, რომ კომპანია „ბადაგონის“-ის წილის საფასურად გადაიხადა არა 30 ათასი დოლარი, არამედ 1 200 000 აშშ დოლარი, რაც ადვოკატების თქმით, ტყუილს წარმოადგენს, რადგან 1 200 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა არა სალაყაიამ, არამედ კომპანია „ბადაგონმა“.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი დვალიძე ამბობს, რომ 1 200 000 დოლარი წარმოადგენდა არა წილის საფასურს, არამედ „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის წინაშე კომპანია „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილის დასაფარად გადახდილ თანხას, რის შესახებაც პირდაპირ არის მითითებული გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში.

"ხაზგასმით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს მილიონ 200 ათასი დოლარი არ გადახდილა, წილის ნასყიდობის საფასურად. წილის ნასყიდობა არ მომხდარა. მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა „ბადაგონმა“ და ეს თანხა წარმოადგენდა „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილს, რომელიც მას გააჩნდა „გრაკოროს“ მიმართ. ეს იყო ვალის ნაწილის გადახდა“,-აღნიშნა იმედა დვალიძე.

დვალიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და კომპანია „ბადაგონს“ თხოვს საზოგადოებას გამოაქვეყნონ ეს დოკუმენტი და საზოგადოებას აჩვენონ რა დანიშნულებაა მითითებული მილიონ 200 ათასი დოლარის გადახდის დოკუმენტში. რა იყო ამ თანხის გადახდის მიზანი და დანიშნულება.

ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ ხაზი გაუსვა: „ერთადერთი თანხა, რაც მიიღო „გრაკორომ“ განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ ეს არის 1 200 000 დოლარი, მაგრამ ეს თანხა მიიღო „ბადაგონისგან“ და არა სალაყაიასგან. ეს თანხა მიიღო ვალდებულებების დასაფარად და არა წილის გაყიდვის თვალსაზრისით“.

თეიმურაზ უბილავამ აღნიშნა რომ წილის გასხვისების თაობაზე სალაყაიასთან საუბარი არასდროს ყოფილა და რომ იგი მზადაა მომავალშიც ამხილოს ყველა ტყუილი, რომელსაც გიორგი სალაყაია ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42