"კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარ ფარცხალაძეს რამეს?"- რა რეაგირება მოჰყვება აუდიტის დასკვნას?
პოლიტიკა - 16:19, 16 Feb, 2018     4156
ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის უკონკურენტო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი ეთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ნაკლებ სავარაუდოა ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქმე საგამოძიებო უწყებებამდე მივიდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვემ ვიცით ვინ არის ფარცხალაძე, რომელიც გახლავთ პრინცის- ბერა ივანიშვილის მეგობარი. ძალაინ მეეჭვება, რომ იმ პროკურატურამ რომელიც ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული ბერა ივანიშილს გაუწიოს წინააღდეგობა და ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრას საქმე. მათაც მინდა შევახსენო, რომ მუდმივი არაფერია და ფარცხალაძესაც მოუწევს პასუხისმგებლობა და ნარმანიასაც, რომელმაც აბსოლუტურად კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლელა დათუკიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გოკა გაბაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმ სკანდალისა, რომელიც ამ დაკვნას უძღოდა წინ, აუდიტის სამსახურმა დასკვნა მაინც გამოაქვეყნა:

„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახურმა ეს გამოაქვეყნა, იმიტომ რომ გვახსოვს აუდიტის სამსახურის წინა უფროსს ფარცხალაძე ფიზიკურად დაესხა თავს , იმის გამო რომ ეს დასკვნა არ გამოქვეყნებულიყო. აქ პირდაპირ ჩანს რომ თბილისის მერიამ ფარცხალაძეს ჩაუწყო პირობები რომ მას ფინანსურად ეხეირა. ეს არის აუდიტის დასკვნაში შავით თეთრზე. მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძე თავს დაესხა წინა აუდიტორს, ეს უკვე მაინც ოფიციალური დოკუმენტია. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.“- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

თბილისის მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის თქმით, კალაძე ფარცხალაძის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავს, რადგან ყოფილი პროკურორი ბერა ივანიშვილის მეგობარია:

„არანაირი გამოძიება არ იქნება არ დაიწყება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული იმიტომ, რომ საქმე ეხება ფარცხალაძეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ტენდერებს. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ნარმანიასაც, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც ყველას გაამწკრივებდნენ პროკურატურის მეშვეობით ციხეში, ამის გამოც და სხვა რამეების გამოც. ჩვენთან რა მოხდება, დასკვნა გამოქვეყნდა, ამოვიოხრებთ, ვიტყვით: სად ვცხოვრობთ?! და ისინი კი მშვიდად და უშფოთველად გააგრძელებენ ცხოვრებას, როგორც კორუფციის მფარველი ნარმანია, ასევე ბოტასების ქურდი და აგერ უკვე ჩვენი მიწების მიმთვისებელი ფარცხალაძე. გამორიცხულია კალაძე წავიდეს ფარცხალაძის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ფარცხალაძე არის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კალაძე გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარს რამეს?“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42