რა დარღვევები გამოავლინა აუდიტის სამსახურმა თბილისის გამწვანების პროგრამაში
პოლიტიკა - 14:10, 16 Feb, 2018     880

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო 398 ათასზე მეტი ხე-მცენარე. პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულია შემდეგი ხარვეზები:

- 2015 წლის განმავლობაში ხე-მცენარეების დარგვისა და მოვლის სამუშაოები მერიამ შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. საშემოდგომო პერიოდისათვის მერიას შეეძლო ელექტრონული ტენდერის გამოყენება. გამარტივებული შესყიდვის განხორციელებით, მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

- მუნიციპალიტეტმა საგაზაფხულო რგვებზე ამოიღო დარგულ ნერგებზე მეტი ორმოები. შესაბამისად, ზედმეტად ამოღებული ორმოების ღირებულება არაეფექტიან ხარჯს წარმოადგენს.

- განაშენიანებული ნარგაობების დაახლოებით მესამედი გამხმარია ან აღარ არსებობს. გაფორმებული ხელშეკრულებით, შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესები საკმარისად არ იყო დაცული. კერძოდ, ხელშეკრულების პირობები გამხმარი ნარგაობების ჩანაცვლებას არ ითვალისწინებდა. შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ხე-მცენარეების სრულად განაშენიანება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ცალკეულ შემთხვევებში არ/ვერ გამოიყენა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი ფინანსური რესურსი

ქალაქ თბილისის მერიას ზოგიერთი ხელშეკრულების ფარგლებში არ ჰქონდა შერჩეული სათანადო ტერიტორია ხე-მცენარეების განაშენიანებისათვის და ნარგაობები გადასცა ქ. თბილისის რაიონის გამგეობებს. ნარგაობის ძირითადი ნაწილი გახმა, რის გამოც შესაბამისი თანხები დაიხარჯა არაეფექტიანად

ახალი ზოოპარკის შემოღობვის პროცესში, სამუშაოების ნაწილის მოცულობების კორექტირებები არ ასახულა შესრულებული სამუშაოების აქტებში. შესაბამისად, სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულება საჭიროებს ხელახლა გაანგარიშებას

ონკოლოგიური ცენტრის მიმდებარედ გაშენებული ნარგაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს. აუდიტის ობიექტმა გასწია არაეფექტიანი ხარჯი, რადგან საბიუჯეტო ასიგნების გამოყოფით განსაზღვრული მიზანი ტერიტორიის განაშენიანების შესახებ, არ არის მიღწეული

გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებები მოიცავს ტერიტორიების დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვებასა და გატანას. ხარჯთაღრიცხვებისა და შესრულებული სამუშაოების აქტების თანახმად, ამ მომსახურებაზე არასწორად დარიცხულია დამატებული ღირებულების გადასახადი, რაც შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილ სახსრებს წარმოადგენს

ჩატარებული ტენდერების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როცა მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად ტენდერში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და არღვევდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ აფიდავიტის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური ხარჯვა.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

2015-2016 წლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42