თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 13:26, 16 Feb, 2018     869
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდებიან და სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, ლევან იზორია თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალ ილდირიმთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრება.

კონფერენციის პარალელურად, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკასტერთან და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან ფრანკ ბაკე-იენსენთან, სადაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უცხოელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, რომელიც კონფერენციის ფარგლებში მონტენეგროს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის პარტნიორობის საკითხებს განიხილავს.

მიუნხენის კონფერენცია საქართველოს შესახებ სპეციალურ ღონისძიებასაც მასპინძლობს. ქართული პოლიტიკისა და ლიტერატურის საღამოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და კულტურისა და სპორტის მინისტრებთან ერთად დაესწრება.

სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-დან.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების განსახილველ მთავარ გლობალურ ფორუმად ჩამოყალიბდა. ყოველი წლის თებერვალში კონფერენცია თავს უყრის 450-ზე მეტ მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მთელი მსოფლიოდან - სახელმწიფოს მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42