თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო
პოლიტიკა - 13:12, 16 Feb, 2018     783
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

კახი კალაძის განცხადებით, მსგავსი კომპლექსის მშენებლობა ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრი ექნებათ, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცალკე მიმართულება იქნება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისის ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იყო და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპლექსი 1500 ბენეფიციარის მომსახურებაზეა გათვლილი, სადაც კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი, ასევე, დიდი და საშუალო ზომის დახურული საცურაო აუზები განთავსდება. კომპლექსს ექნება კაფე და ღია ტერასა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ელიტა ბურჯი“ ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.

თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილზე მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42