ქიაჩელის 19 ნომერში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები აპროტესტებენ - ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას უკვე მიმართეს. მოსახლეობის თქმით, ქუჩა დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. მათივე ინფორმაციით, 2002 წლიდან ორჯერ შეჩერებული მშნებლობა დავით ნარმანიას მერობის დროს ისევ გაგრძელდა. დღეს ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეხვდნენ და პრობლემაში გარკვევას დაპირდენენ.
„ეს არის არაჩვეულებრივი, პატარა, წყნარი ქუჩა. ცნობილია თავის მაცხოვრებლებით და შესანიშნავი სახლებით. არის კულტურული ძეგლები ამ ქუჩაზე, 28 მემორიალური დაფაა. ვინ მისცა უფლება? არც ღმერთს მიუცია უფლება და არც მის ბებია-ბაბუას რომ აიღონ და ქალაქი ასე დაამახინჯონ.“- განაცხადა ქიაჩელის ქუჩის მაცხოვრებელმა, მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ.
ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი პირობას დებს, რომ ქიაჩელის ქუჩის მოსახლეობის და დედაქალაქის ინტერესების დასაცასვად იბრძოლებს:
„მთლიანად ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობს 50 ოჯახი ცხოვრობს, აქ სამსართულიანზე მაღალი შენობა არაა და არც უნდა იყოს. ნებართვაა გაცემული სამი კორპუსის მშენებლობაზე, პრაქტიკულად 2-ჯერ მეტი ადამიანი იცხოვრებს მხოლოდ ამ კორპუსებში, ვიდრე მთლიანად ქუჩაზე. წარმოიდგინეთ რა ჯოჯოხეთი ელოდებათ ამ ქუჩის მოსახლეობას მას შემდეგ რაც ეს კორპუსები ექსპლუატაციაში შევა. ჩვენ, როგორც პარტია, ასევე ფრაქცია საკრებულოში, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამ ქუჩის მოსახლეობის და უპირველეს ყოვლისა ჩვენი დედაქალაქის ინტერესების დასაცავად.“- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.
არქიტექტურულ ვანდალიზმს უწოდებს ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ენმ-ს წევრი ნიკა ვაჩეიშვილი:
„არქიტექტურული ვანდალიზმის სახლემძღვანელო რომ გამოდიოდეს, მის ყფაზე დავიტანდი ამ ობიექტს, იმიტომ რომ აქ არცერთი პარამეტრი არ არის რომელიც აკმაყოფილებდეს ელემენტარულ მოთხოვნას, რელიეფი, გრუნტის წყლები, მასშტაბი, სართულიანობა, ისტორიული გარემო, ყველაფერს არღვევს.“- განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






