„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ისრაელში Elbit Systems-ის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 11:44, 16 Feb, 2018     782
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. დავით საგანელიძე ისრაელის უმსხვილესი კომპანია Elbit Systems-ის მენეჯმენტსა და საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC-ში დასაქმებულ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც ისრაელში გადამზადებას გადიან.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი ისრაელში Elbit Systems-ის პრეზიდენტს ბეჟალელ მაკლისს, ამავე კომპანიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, საერთშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს რან კრილს და Elbit Systems Cyclone-ის გენერალურ დირექტორს დავიდ ვიდანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მშენებარე ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„ჩემთვის საამაყოა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ჩვენთან სტუმრობა. ჩვენ ისრაელში უმსხვილეს ინდუსტრიას წარმოვადგენთ,

რომლის წლიური ბრუნვა 3.4 მილიარდი დოლარია, მსოფლიოს მასშტაბით კი ჩვენთან 30 000 ადამიანია დასაქმებული. საქართველოსთან უკვე გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობა და თბილისში დამზადებული ავიაციის კომპოზიტური ნაწილები წლის ბოლოს უკვე მოამარაგებს კომერციულ ბაზარს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავაფართოვებთ თანამშრომლობას და ერთად ბევრ სხვა სფეროშიც ვიმუშავებთ,“ განაცხადა Elbit Systems-ის პრეზიდენტმა ბეჟალელ მაკლისმა დავით საგანელიძესთან შეხვედრისას.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა Elbit Systems-ის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მსოფლიოში ერთერთი უმსხვლესი ქარხანა დაათვალიერა და ATC-ში დასაქმებულ ქართველ სპეციალისტებს შეხვდა, რომელთა გადამზადება ადგილზე დარგის წამყვანი პროფესიონალების მიერ მიმდინარეობს.

„ის ახალგაზრდები, რომლებიც ტრენინგს ისრაელში გადიან, საქართველოში მშენებარე თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში ამაღლებული კვალიფიკაციით გააგრძელებენ მუშაობას. ქარხანა ATC-ის, რომელიც სულ მალე თბილისში გაიხსნება, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის პროექტი“, რადგან მსგავსი სტანდარტებისა და მასშტაბების საწარმო ამიერკავკასიაში პირველად შენდება. ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართული პროდუქციით მსოფლიო ავიაციის ბაზრის წამყვანი კომპანიები მომარაგდება, როგორიც არის Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობით სარგებლობს, ქართველი სპეციალისტები კი მსოფლიოს წამყვან პროფესიოინალებს შორის არიან. მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაგან 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ისრაელში მყოფ ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრისას.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 60-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

პარტნიორთა შეთანხმებით ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერთიფიცირებული სამშენებლო მასალით შენდება. საწარმოს კედლები და სახურავი „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნებული შვილობილი კომპანია „პანექსის" მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელებით აშენდა, ქართულ სამშენებლო პროდუქციას უმაღლესი სტანდარტის სერთიფიცირება აქვს გავლილი.

„ELBIT Cyclone“ -ის შესახებ:

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები, უსაფრთხოების სისტემები და სამხედრო/თავდაცვის ნაწილები.

ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში და NASDAQ-ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანიაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42