ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს
პოლიტიკა - 11:38, 16 Feb, 2018     818

ისნის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-განახლება ექვს მისამართზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა გაეცნენ.

ქალაქ თბილისის მერია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. ისნის რაიონში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე: კახეთის გზატკეცილი N44 და N3-ა, ონაშვილის ქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N 156, მეველეს ქუჩა N17 და ქეთევან წამებულის გამზირ N91-ში, ძველი დაზიანებული მოედნების ადგილას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის სათამაშო მოედნები ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, დამონტაჟდება საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყობა ახალი ღობეები და გარე განათების ბოძები. მოედნები ასევე, ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

2018 წელს, ისნის რაიონში რეაბილიტაცია-განახლება ჯამში 10 სპორტულ მოედანს ჩაუტარდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერები და ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.

ისნის რაიონს გაზაფხულისთვის ექვსი რეაბილიტირებული და განახლებული, თანამედროვე სპორტული მოედანი შეემატება, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი, გაუმჯობესებული, კომფორული საცხოვრებელი გარემო შეიქმნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42