განკარგულება, რომელსაც კახა კალაძე აწერს ხელელ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით, მერის განკარგულება ქვეყნის პრემიერს ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ნარმანიას პრაქტიკას აგრძელებს.
,,კალაძე ითხოვს 50 მილიონი ლარის ხელშეკრულება გააფორმოს ტენდერის გარეშე, რაც არის ნარმანიას დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა. ამ გადაწყვეტილებით, რომ ტენდერს არ ატარებს კალაძე, დედაქალაქის მოსახლეობამ უკვე იზარალა 5 მილიონი ლარი.
ამ თანხით შეიძლებოდა 4500 პედაგოგებისთვის 100 ლარიანი დანამატის გაკეთება ერთი წლის განმავლობაში, ას ლარიანი ვაუჩერი მიეცათ 50 ათასი პენსიონერისთვის, ამ თანხით შეიძლებოდა 10 ათასი სტუდენტისთვის 500 ლარიანი სტუდენტური დასაქმება. ნაცვლად იმისა, რომ თბილისელებისთვის დაიხარჯოს ეს თანხა, ვხედავთ ისევ კორუფციას, ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებას, შემდეგ ვინ ღებულობს ამ ტენდერს-ვხედავთ. ამას იღებენ,,ქართული ოცნების“ შემომწირველები ან მაღალი თანამდებობის პირები.“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიცია მოუწოდებს პრემიერს, განკარგულებას ხელი არ მოაწეროს.
მასალის გამოყენების პირობები






