"გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები" - საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხმაურიან სხდომას პროგნოზირებენ
პოლიტიკა - 09:59, 16 Feb, 2018     790

თბილისის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება - დღეს დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი უნდა დამტკიცდეს.

„ნაციონალურ მოძრაობა“ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს აპროტესტებს.

„ეს ბიუჯეტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას, ფუფუნების ხარჯების გაზრდას, წარმომადგენლობითი ხარჯების გაზრდას, რაც არ ასახავს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებმაც თუნდაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ინტერესების დამცველი იქნებოდა ეს პოლიტიკური გუნდი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მარიკა დათუკიშვილმა.

„ევროპული საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს.

„აღნიშნული ბიუჯეტი მორგებულია ბიუროკრატებზე, ისევ იზრდება ფუფუნების საგნებზე გამოყოფილი თანხები. რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი შეკითხვები, ჩვენი მოსაზრებები და კარგი იქნება თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ჟღენტი.

დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს მხარს დაუჭერს მმართველი პარტია.

„2018 წლის თბილისის ბიუჯეტი დამატებით 34 მილიონი ლარით იზრდება, რაც მოხმარდება იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას, რაზეც ჩვენ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ ვესაუბრებოდით, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. აღნიშნული თანხით მოხდება 2018 წელსვე 100 ახალი ევროპული ტიპის ავტობუსის შეძენა,“-აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42