გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია
პოლიტიკა - 09:42, 16 Feb, 2018     772

ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია.

გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტის სახელით გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის ხელისუფლებისა და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და აღნიშნულ შეხვედრებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ლიტვისათვის, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ზეიმობს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს.

,,უაღრესად სიმბოლურია, რომ წელს ლიტვა, ისევე როგორც საქართველო ზეიმობს ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს.

დაგეგმილი, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა შეხვდეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ლიდერებს და კიდევ ერთხელ ისაუბროს იმ სწრაფვაზე, იმ ღირებულებით ერთობაზე, რაც საქართველოს იმთავითვე

აკავშირებს ევროპულ სახელმწიფოებთან.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან დიდ პერიოდს ითვლის და რომ ჩვენს სახელმწიფოებს,

ჩვენს რესპუბლიკებს, ჯერ კიდევ, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და დღევანდელ დღეს იგივე სწრაფვით, იგივე სულისკვეთებით ჩვენი ქვეყნები ერთად ცდილობენ ააშენონ ევროპული კეთილდღეობა და ევროპული უსაფრთხოება", - აღნიშნა ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42