იოსელიანი თავის განცხადებაში წინა ხელისუფლბის განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს საყვედურობს და ამბობს, რომ მისი მინისტრობის დრო „GIPA-სთვის შევიწროვების და შეზღუდვის პერიოდთან ასოცირდება. სწორედ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად გადადგა 2006 წელს, უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი“.
დიმიტრი შაშკინმა GIPA-ში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს კომეჰტარი ,,ნიუპოსტთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან რეიტინგულ უნივერსიტეტებთან პოლიტიკური ნიშნით ბრძოლას
მაკა იოსელიანის ამ განცხადებას ,,ნიუპოსტთან“ თავად დიმიტრი შაშკინი პასუხობს და რექტორს სიცრუეში ადანაშაულებს. შაშკინი იოსელიანს შეახსენებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მისი მინისტრობის დროს (2010-2012) წლებში რექტორის თანამდებობას იკავდებდა. შაშკიკინი ამბობს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არათუ პრობლემები არ შექმნია GIPA-ს, არამედ, 2011 წელ აკრედიტაციისთვის შეტანილი განაცხადის დროს, მასში არსებული ხარვეზები სწორედ სამინისტროს დახმარებით იქნა აღმოფხვრილი.
„მე გაოცებული დავრჩი ამ განცხადებით, რომელიც გაავრცელა ქალბატონმა იოსელიანმა, რომ მაშინდელი ხელისუფლებისა და კერძოდ ჩემი მინისტრობის პერიოდში, GIPA-ს მიმართ შევიწროებასა და შეზღუდვას ჰქონდა ადგილი. მე შეგახსენებთ, რომ 2010-2011-2012 წლებში, ეს ის პერიოდია, როცა მე ვიყავი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მაშინ გიორგი მარგველაშვილი იყო GIPA-ს რექტორი. მე როგორც მინისტრი, ხელს ვაწერდი GIPA-ს ავტორიზაციას და აკრედიტაციას და მგონი ძალიან უხერხულია, როცა ქალბატონი იოსელიანი მანიპულირებს ციფრებით. ჩემი მინისტრობის დროს ბატონი მარგველაშვილი იყო რექტორი და მას ჩვენგან არანაირი პრობლემები არ შექმნია, ამას დაადასტურებს განათლების სამინისტროს ყველა მაშინდელი თანამშრომელი, ამის გადამოწმება ძალიან მარტივია და ეს განცხადება სირცხვილია უბრალოდ.
გარდა ამისა, ნამდვილად არ ვაპირებდი ამის თქმას და არც მადლობებს ვითხოვ, მაგრამ ქალბატონი იოსელიანი მაშინაც მუშაობდა ამ სისტემაში და მინდა შევახსენო, რომ როდესაც GIPA-მ შემოიტანა აკრედიტაცია 2011 წელს სამინისტროში, ის იყო არასრულყოფილი და ჰქონდა ძალიან ბევრი ხარვეზი. მაშინდელი თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ GIPA-ს წარმომადგენლებთან ერთად იმისათვის, რომ გამოესწორებინათ ხარვეზი და რაიმე პრობლმა თეორიულადაც კი რომ არ შექმნილიყო. ამის მერე GIPA-სგან მილიონი მადლობა მივიღე და დღეს ასეთი საოცარი ბრალდება არის უბრალოდ მიუღებელი და ძალიან დასანანია, რომ ადამიანი, რომელიც ახალგარზდებს ასწავლის, ასეთ ტყუილებს ამბობს“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






