„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:09, 15 Feb, 2018     883

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საერთაშორისო კონგრესზე „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“, სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თბილისში 14-15 თებერვალს ტარდებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ გახსნა.

კონგრესის „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მთავარ მიზანს რეგიონში ჰესების მშენებლობის, მათი მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების ეფექტური რეალიზაციისთვის გადაწყვეტილებების ძიება და აგრეთვე, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდირება წარმოადგენს.

საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თბილისში მეორედ ტარდება, შორეული და ახლო უცხოეთის ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებს, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს უწყებების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თურქული, აზერბაიჯანული, ყაზახური, ყირგიზული, რუსული, და ქართული, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესში მონაწილეობა მიიღეს ტაჯიკეთის ენერგეტიკის მინისტრმა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემაც.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ ღონისძიებაზე ფონდის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. მან საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კერძო სექტორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას „საპარტნიორო ფონდის“ მანდატი და პროექტებში ინვესტირების კრიტერიუმები გააცნო. ენერგეტიკის სფეროში ფონდის საინვესტიციო პორტფელის შესახებ საუბრისას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ყურადღება გარდაბნის თბოელექტრუსადგურის, კასლეთისა და ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურების მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ 145 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

კონგრესზე წარმოდგენილი იყო 40-მდე მოხსენება ჰიდრორესურსების რაციონალური მოხმარების, ჰესების მშენებლობის, რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ მაღალპროფესიული პლატფორმაა კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დიალოგისთვის.

საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" პირველად თბილისში 2017 წლის 15-16 თებერვალს ჩატარდა. კონგრესზე თავი მოიყარა ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტმა ექსპერტმა, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და სახელმწიფო მოხელეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42