GIPA-ს რექტორი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:53, 15 Feb, 2018     1667
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი, მაკა იოსელიანი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით GIPA-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

”GIPA-ში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც საზოგადოების განხილვის მორიგ თემად იქცა გასული დღეების განმავლობაში, გახლავთ ღია დიალოგი GIPA-სა და განათლების იმ უწყებებს შორის, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფასა და განვითარებას ემსახურებიან. შესაბამისად, ეს პროცესი გახლავთ დროული და მიზანშეწონილი.

ევროპული სტანდარტის აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესი, არის ის მიმართულება, რომელსაც GIPA სრულად უჭერს მხარს და მეტიც, GIPA თავისი არსებობის განმავლობაში, ამ სტანდარტის დამკვიდრებას და განვითარებას უწყობს ხელს. 90-იანი წლების დასაწყისში GIPA გახლდათ ის ინსტიტუცია, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველმა შემოიტანა დასავლური სწავლების ხარისხი და ღირებულებები.

დღევანდელი პროცესების ინიცრება მოხდა GIPA-ს მხრიდან იმ მიზნით, რომ თემა განვითარდეს და მოიცვას მთელი საგანმანათლებლო სივრცე. ჩვენი სურვილია, რომ დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორინეტირებულ ფორმატში, რისთვისაც მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავოს არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ზიანი მიაყენონ არა მარტო GIPA-ს, არამედ დიალოგის პროცესს.

ბატონ, დიმიტრი შაშკინს კი მისი განცხადების საპასუხოდ, მინდა შევახსენო, რომ მისი და მისი თანაგუნდელების მმართველობის დრო, GIPA-სთვის შევიწროვების და შეზღუდვის პერიოდთან ასოცირდება. სწორედ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად გადადგა 2006 წელს, უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტის GIPA-ში დაბრუნებას, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამომდინარე ჩემი პირადი კომუნიკაციიდან, გარანტირებულად შემიძლია განვაცხადო, რომ ბატონი გიორგი უნივერსიტეტში დაბრუნებას არ გეგმავს.

ყველა სუბიექტი, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ პირდაპირ თუ ირიბად, პირველ რიგში ვართ პასუხისმგებლები სტუდენტებისა და მათი ინტერესების წინაშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას და მიგვაჩნია, რომ უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტთა ინტერესების დაცვაზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 16-კაციანმა საბჭომ „GIPA”-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში აკრედიტაციაზე უარი უთხრა. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ახლა აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42