სასამართლომ ნათელაშვილს წულუკიანის მორალური ზიანისთვის 2 ლარის გადახდა დააკისრა
პოლიტიკა - 16:28, 15 Feb, 2018     3502
"შალვა ნათელაშვილს დაევალა, საჯაროდ განაცხადოს, რომ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული განცხადებები იყო ცილისწამება" - ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანის სარჩელი შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს იმ სამაუწყებლო კომპანიების მეშვეობით, სადაც იუსტიციის მინისტრის მისამართით 2016 წლის 19 ოქტომბრსა და 23 ნოემბერს ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, საკუთარი ყალბი განცხადებების უარყოფა მოუწევს.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე წულუკიანის არგუმენტები და მოცულობითი დოკუმენტური მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება ცილისწამებაა, რადგან იგი არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს. თეა წულუკიანის მიერ სტრასბურგში შეძენილი ბინა მართლაც თეა წულუკიანის საკუთარი სახსრებით შეძენილი იყო იმ დროს, როცა ის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა და ბევრად ადრე, ვიდრე ის ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბინა მინისტრს უყიდეს პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ და ამით ის იყიდეს, არის ცილისწამება.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა თეა წულუკიანის მოთხოვნა და მორალური ზიანისთვის შალვა ნათელაშვილს სიმბოლური 2 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა" - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42