საია გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 16:14, 15 Feb, 2018     829
საია გლდანის მერვე საპყრობილეში მომხდართან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების მსჯავრდებული ჩ.ნ. თანამესაკნეებმა საპირფარეშოში ყელგამოჭრილი ნახეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანებას ერთჯერადი საპარსი საშუალებით. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა.

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მომხდარ შემთხვევასთან მიმართებით აუცილებელია ყურადღების გამახვილება მედიაში გავრცელებულ მნიშვნელოვან გარემოებაზე. კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ვერ იქნა აღმოჩენილი დანაშაულის იარაღი. ლოგიკურია, რომ აღნიშნული ფაქტი აღძრავს ეჭვს მოვლენათა შესაძლო სხვაგვარი მიმართულებით განვითარების კუთხით, განსაკუთრებით, მსჯავრდებულის მძიმე დაზიანების გათვალისწინებით, რაც, დიდი ალბათობით, გამორიცხავდა მისი მხრიდან იარაღის თავიდან მოცილების შესაძლებლობას.

ამავე გარემოების გათვალისწინებით, დამატებით დასაბუთებას საჭიროებს გამოძიების 115-ე მუხლით დაწყების ფაქტიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციამ შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შექმნას ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებისას (მაგალითად, თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, არ ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება, კომპიუტერული მონაცემების ამოღება და სხვა).

საქართველოს უახლოეს ისტორიაში პენიტენციარულ სისტემაში გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია მსგავსი შემთხვევების მიმართ საზოგადოების მომეტებული ინტერესი და უნდობლობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს ზედმიწევნით სწრაფად, ეფექტიანად და უზრუნველყოფილი იყოს მომხდარ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა.

დამატებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგების მიუხედავად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სანათადო ყურადღება გამახვილდეს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტსა და, ზოგადად, პენიტენციარულ დაწესებულებაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. შესაბამისად, სათანადო მოკვლევის საფუძველზე, აუცილებელია, ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს ყველა ის საკანონმდებლო, პრაქტიკული თუ სხვა ტიპის ხარვეზი, რომლებიც, შესაძლოა, არ იყოს სათანადოდ ეფექტიანი ამ ტიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად" - აღნისნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად იხილეთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42