"როსტომაშვილი პატიმრებს უსწორდებოდა... ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა"- როსტომაშვილის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი
პოლიტიკა - 15:39, 15 Feb, 2018     3546

საქალაქო სასამართლოში დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავდაპირველად ბექა კირვალიძე დავით როსტომაშვილის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა შემდგომში ყაჩაღობის ბრალდება წაუყენეს.

მასთან ერთად დაკავებულია მისი ორი მეგობარიც ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი. ბრალდების განცხადებით მათ დავით როსტომაშვილს ცემისას ოქროს სამკაული ჩამოგლიჯეს. სამივე ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ყაჩაღობას უარყოფს. დაკავებულების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი აცხადებს, რომ დავით როსტომაშვილი ციხეში პატიმრებს სცემდა, მისმა შვილმა კი ამის გამო „კაცურად სცემა“

„დავით როსტომაშვილი არა მარტო ჩემს შვილს არამედ სხვა პატიმრებსაც ცუდად უსწორდებოდა. ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ ის არის ნაცემი სწორედ დავით როსტომაშვილისგან. ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა, როსტომაშვილმა კი ეს ცემა ყაჩაღობის მუხლით აღუძრა სამ უდანაშაულო ბიჭს.“- განაცხადა ლია ბეჭაშვილმა.

ზურაბ ქუთელიას დედის მარინე მიქაძის თქმით, მისი შვილი დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა, პროკურატურას კი ამის აღიარება აღარ აწყობს, რადგან უდანაშაულო ადამიანი 8 თვე ციხეში ჰყავთ გამოკეტილი:

„ჩემი შვილი ზურა ქუთელია საერთოდ არ ყოფილა იმ ადგილზე და საერთოდ არ ჩაუდენია ის დანაშაული, რის გამოც 8 თვე გამოკეტეს როსტომაშვილის ერთი ხელის დადებით. მე ვითხოვ რომ წავიდეს საქმის მსვლელობა სწორი და მართალი გზით, ჩემი შვილი უდანაშაულოა.“- განაცხადა მარინე მიქაძემ.

არტიომ აგაჯანოვის დედის კარინა აგაჯანოვის განცხადებით, სასამართლოს სხდომის დახურვით სიმართლის დამალვა სურს:

„არაფერი კავშირი არ ქონია ამ დანაშაულთან, უბნის ნაცნობმა ბიჭმა თხოვა ადგილზე მიყვანა. თუკი ყველაფერი სამართლიანია, რატომ დახურეს სასამართლო.“- აღნიშნა კარინა აგაჯანოვამ.

დავით როსტომაშვილზე თავდასხმა 2017 წლის 14 ივნისს მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42