"ჩვენი ვიზიტის მიზანია, შევიტყოთ, რა მდგომარეობაშია საკონსტიტუციო ცვლილებები" - ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრი კობახიძესთან შეხვედრაზე
პოლიტიკა - 15:30, 15 Feb, 2018     642
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოედგილე თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის დელეციიციას შეხვდნენ. ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუსთან და ზია კაგა ტანიართან გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში უყრის კენჭს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების მოკლევადიანი ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაცვლას ემსახურება.

„ვენეციის კომისია სრულად არის ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და მისი დაწყების ეტაპიდან დასასრულამდე ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ ბოლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ვერსია, რომელიც ძირითად ტექსტში სწორედ მათი რეკომენდაციების ასახვას ემსახურებოდა. ეს არის საკმაოდ მოკლევადიანი ვიზიტი, რომელიც ამ ცვლილებების თაობაზე ერთმანეთში მოსაზრებების კიდევ ერთხელ გაცვლას ემსახურება. რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და უკვე საბოლოო ცვლილებებში აისახება“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მოამზადებს დოკუმენტსაც.

„გარკვეული მოკლე დოკუმენტი, ალბათ, მომზადდება ვენეციის კომისიის მიერ დასასრულ ეტაპზე, მარტის შუა რიცხვებში. ველოდებით მოკლე და პოზიტიურ შეფასებას იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულა თავისი პირობა და ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები ცვლილებების ძირითად ტექსტში ასახა“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტის მეორე ნახევარში განიხილავს, სრულყოფს ძირითად ცვლილებებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მათ სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრის, ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუს თქმით, საქართველოში ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაზიარებაა.

„ჩვენ თავიდან არ ვხსნით დისკუსიას. ჩვენი ვიზიტის მიზანია, შევიტყოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ამ ეტაპზე ცვლილებები და ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფორმაცია მოგვაწოდა“,- განაცხადა ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუმ. მისივე თქმით, მომზადებულ ანგარიშს ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე, 16-17 მარტს განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42