საერთაშორისო სატრანზიტო პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობა - რაზე ისაუბრეს ალიევმა და ქუმსიშვილმა
პოლიტიკა - 15:29, 15 Feb, 2018     783
საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ბაქოში იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ტრადიციას უკვე რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს და სულ უფრო ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტიციებს უკავია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ და ა.შ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავი აღინიშნება, მან ილჰამ ალიევს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული მიულოცა. 2018 წელს ასევე დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს საქართველო, 26 მაისს საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42