აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი ეწვივნენ
პოლიტიკა - 15:21, 15 Feb, 2018     1078
14 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი და საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი ეწვივნენ.

შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და პრეზიდიუმის წევრები. ისაუბრეს ქართული და უკრაინული პრობლემატიკის შესახებ, იმ საკითხებზე, რომლებიც ამჟამად წარმოადგენს საერთო ინტერესს.

უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ „ისტორია განმეორებით განგვსწავლის ხოლმე... ისევე როგორც 100 წლის წინ, დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. მართალია, ცივილიზებული სამყარო ყველა სახელმწიფოს სთავაზობს თანაბარ შესაძლებლობს იყოს სუვერენული და დემოკრატიული, მაგრამ რუსეთი ამას სისხლიანი მეთოდებით ეწინააღმდეგება. რუსეთი ყველგან ყველა მეთოდით ახშობს თავისუფლებას. მან ჯერ საქართველოში განახორციელა ტერიტორიების ოკუპაცია, ახლა უკრაინაში ახორციელებს. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენი არჩევანია ევროპულ ოჯახში ცხოვრება და ეს უნდა გაიგოს კრემლმა. 21-ე საუკუნის რიჟრაჟზე მშვიდობიანი და პოლიტიკური ბერკეტებია გამოსაყენებელი და რუსეთს მოუწევს ანგარიშის გაწევა ჩვენისთანა სახელმწიფოებისთვის. უკრაინას საქართველოსთან საერთო პრობლემები აერთიანებს. ჩვენ გვყავს მილიონ ნახევარზე მეტი დევნილი. საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით ჩვენთვის ძალიან ფასეულია. მსოფლიო სწავლობს შეცდომებზე. სამწუხაროდ, 2008 წელს მსოფლიომ ვერაფერი ისწავლა..... 2014 წელს მივიღეთ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. ასეთი პრობლემების გადაჭრა არ შეიძლება ცალკეულად. საქართველოს და უკრაინის პრობლემა ერთმანეთის გვერდით წყდება. მე ვყოფილვარ ოკუპაციის ხაზებზე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, მინახავს ბორდერიზაცია და უნდა ავღნიშნო, რომ საერთაშორისო მისია ამ პრობლემურ ადგილებში ძალიან შეზღუდულია. უნდა მოხდეს მათი ფუნქციების გაფართოება და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი და საინტერესო შეხვედრისთვის, მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვაფასებთ“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა ბატონ იგორ დოლგოვს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსთვის არის საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში როგორც სულიერი, ისე სამხედრო მხარდაჭერა გაუწია ქვეყნას. „ჩვენ, ორივეს, ერთი ოკუპანტი გვყავს და პრობლემებიც იდენტური გვაქვს იმიტომ, რომ რუსეთი ყველგან ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს... ჩვენ გვმართებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მეტი ერთობლივი პროექტების განხორციელება - ეს იქნება სამეცნიერო კონფერენციები, პოლიტიკურ-კულტურული ღონისძიებები, გამოცდილებების გაზიარება თუ სხვა.... ჩვენ უნდა მოვიძიოთ არქივში ისტორიული ცნობები და მივაწოდოთ მსოფლიოს, საერთაშორისო უფლებადამცველ ინსტანციებს და ასე ერთიანად თუ დავამარცხებთ საერთო მტერს“.

დიალოგი იყო საინტერესო და გულახდილი, დეპუტატებმა - დ.გვაძაბიამ, თ.მჟავიამ, ა.წოწონავამ, თ.ხუბუამ, ნ.მგალობლიშვილმა თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს უკრაინის ელჩს რუსულ ოკუპანტურ რეჟიმსა და საერთო პრობლემებთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42