„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა. მინდა, მივესალმო მერიის ინიციატივას პროცესის გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე მნიშვნელოვანი იქნება გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე 4 000 კვადრატულ მეტრზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და დეველოპერებს ამ კუთხით გაუადვილებს მუშაობას, რომ შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






