"მინი საბაგიროები ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება" - პრემიერი
პოლიტიკა - 11:48, 15 Feb, 2018     846
ზამთრის კურორტების განვითარების პროგრამაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალ წელს მინი საბაგიროების დამონტაჟება იგეგმება ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოში. პრემიერის განცხადებით,ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა, ისარგებლონ იმ სიკეთით, რასაც მთა ჰქვია და ჩაერთონ ზამთრის სპორტის სახეობებში:

„16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრი „სკი კროსში“ (Ski Cross), რომელშიც ჩვენი 8 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენები ჩამოსულები არიან ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ავსტრალიიდან, ყაზახეთიდან და მათ ბაკურიანში მოპოვებული ქულები გამოადგებათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობისთვის, რადგან ის აძლევს შესაძლებლობას ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდველის სათხილამურო ტრასის შეჯიბრისთვის მოსამზადებლად ჩამოსული არიან „სკი კროსის“ მსოფლიო კლასის ტრასის დიზაინერ-მშენებლები და მათ სპეციალურად მოაწყვეს ტრასა ამ შეჯიბრებისთვის, რომლის ჩატარებაც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება საქართველოსთვის და ეს არის მოსამზადებელი ეტაპი 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ფრისტაილში, სნოუბორდში. მოგეხსენებათ, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი, რომ საქართველოში 2023 წელს ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯი. ამ შეჯიბრს აქვს კიდევ ერთი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ „სკი კროსი“ შევიდა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, ამიტომ ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც 2030 წელს გააჩნია ამბიცია, რომ საქართველოში ჩავატაროთ 26-ე ზამთრის ოლიმპიადა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე ოლიმპიური ზამთრის სპორტის სახეობებს ვმასპინძლობთ საერთაშორისო მასშტაბით.

აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ ჩართულობას, სულისკვეთებას და ძალიან პოზიტიურ აღქმას მოსახლეობის მხრივ ინიციატივისა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დანერგა მინი საბაგიროების კუთხით. მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგიროების დამონტაჟება, რათა ყველა ბავშვმა საქართველოში, რომელიც მთის რეგიონებში ცხოვრობს, ისარგებლოს არა მხოლოდ ცნობილი საერთაშორისო მასშტაბის ზამთრის კურორტებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, არამედ მათივე სოფლებში შესაძლებელი იყოს, რომ დაკავდნენ ზამთრის სპორტის სახეობებით და არ მოუწიოთ თხილამურებით საკუთარი ძალისხმევით ასვლა ძალიან ციცაბო ტრასებზე, რომელიც მათ სოფლებში არსებობს იქვე და არის ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, უკვე სვანეთის რამდენიმე სოფელში, დავამონტაჟეთ გერმანული წარმოების მინი საბაგიროები და ვაგრძელებთ ამ ინიციატივას. ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მთელი საქართველოს მასშტაბით და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ასეთ გამოხმაურებას ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ.

რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ მომავალ წელს უკვე ჯავახეთში და, ასევე, ხევსურეთსა და ბარისახოში დავამონტაჟებთ ასეთ საბაგიროებს და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია ასეთი საბაგიროს დამონტაჟება და ეს არ არის ისეთი ძვირი სიამოვნება, როგორიც საერთაშორისო მთის კურორტებზე ერთი საბაგიროს დამონტაჟებაა და რამდენიმე მილიონი ევრო ჯდება. აქ საუბარია 20-25 ათასი ევროს ფარგლებში, სოფელში სათხილამურო ტრასის მოწყობაზე, რაც არის ძალიან დიდი რამ ჩვენი ბავშვებისთვის და ჩვენს ქვეყანაში, სადაც 70% არის მთა, ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს, მიუხედავად მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა, ისარგებლონ იმ სიკეთით, რასაც მთა ჰქვია და ჩაერთონ ზამთრის სპორტის სახეობებში იქ, იმ სოფელში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ამიტომ , ვაგრძელებთ ამ პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვანია.“- განაცხადა კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42