იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო
პოლიტიკა - 10:00, 15 Feb, 2018     890
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესაძლო განსახორციელებელი ცვლილებები.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც საფუძვლად დაედო სამუშაო ჯგუფის შექმნას.

„ჯგუფის შექმნის განმაპირობებელი გახდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება. კერძოდ, შეიცვალა მუხლის ფორმულირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს არეგულირებდა. რამდენიმე შეხვედრაზე ჩემს კოლეგებთან საუბარი გვქონდა სხვა პრობლემურ საკითხებზეც. კომიტეტში, ასევ შემოვიდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს შეეხება. მოხდა შეთანხმება, რომ საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი საკითხები ერთიან ჭრილში დაგვენახა და განგვეხილა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საორგანიზაციო საკითხების გაცნობის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ორმაგი მოქალაქეობის დაშვება, ორმაგი მოქალაქეობის რეგულირების მოდელის განსაზღვრა, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესი, მოქალაქეობის დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილება და სხვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პირველადი კვლევის შედეგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის აღნიშნული საკითხები დარეგულირებული სხვა ქვეყნებში.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცვლილებების შემუშავება უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ აუცილებელი იქნება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არა მარტო კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებების, არამედ სხვა შესწორებების განხორციელებაც.

პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ მომდევნო შეხვედრის გამართვამდე წარმოადგინონ პირველადი მოსაზრებები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე პრინციპებზე შეთანხმებას მოვახერხებთ, უკვე დავიწყებთ წერის ეტაპს ანუ ფორმულირებებს, რაც უნდა მოერგოს ამ პრინციპებს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42