"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საჭიროა პოზიციების შეჯერება" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 15:23, 14 Feb, 2018     932
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საჭიროა პოზიციების შეჯერება როგორც უმრავლესობაში, ასევე, ოპოზიციასთან. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სწორედ დამატებითი სიღრმისეული მსჯელობის საჭიროების გამო გადაიდო.

„ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტს. იმისათვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ, დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიზანი ყველას აქვს ერთი, თუმცა, ვერ ვთანხმდებით მიზნის მიღწევის გზებზე. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მიიღწევა უკეთ მიზანი. მიზანი არის, მოგეხსნებათ, ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება. ეს არის ძირითადი მიზანი. ძირითადი ხაზი. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მიღწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არცერთი მხრიდან, არის ორი, ასე ვთქვათ, განსხვავებული მოსაზრება, არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერ-ჯერობით არ მომისმენია. ჩვენ გვჭირდება ასეთი სიღრმისეული მსჯელობა და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ კანონპროექტი. ყველას მოვუწოდებ, რომ წარმოადგინოს საკუთარი არგუმენტები. არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსჯელობაში ჩართული იქნება კანონპროექტის შინაარსით დაინტერესებული ყველა მხარე,

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უმრავლესობის შიგნით პოზიციების შეჯერება და ასევე, გვჭირდება უფრო ფართო ფორმატში პოზიციების შეჯერება ოპოზიციასთან, ასევე, არა საპარლამენტო სუბიექტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ვითარების გაუმჯობესებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთანაც იქნება მსჯელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ის მხარე იქნება ჩართული, რომელიც არის დაინტერესებული კანონპროექტის შინაარსით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42