"არ გვაქვს ილუზია, რომ ბატონი კალაძე და ოცნების ხელისუფლება ნამდვილად კომპეტენტური და პროფესიონალური ნიშნით შეარჩევენ ადამიანებს და ის ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან არ აღმოჩნდებიან სამსახურს მიღმა. ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის შედეგად მერიის სხვადასხვა ერთეულებში მოხდება სტრუქტურული ცვლილებები, ამასთან დაკავშირებით ბატონ კალაძესთან გვაქვს შემხვედრი წინადადება. კალაძე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მისი მიზანია პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული თბილისის მერია. კალაძე თუ მართლა აპირებს, რომ პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტოს თბილისის მერია და ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე კონკურსები, ჩვენ გვაქვს წინადადება და პრინციპში მოთხოვნაც, მან საკონკურსო საატესტაციო კომისიაში, რომელიც 22 თებერვლის შემდეგ შეიქმნება, ჩართოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები"-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






