პრეზიდენტის პატრონაჟით კონკურსი “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2018” გაიმართება
პოლიტიკა - 13:09, 14 Feb, 2018     799
„სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად “ წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში აქტიური ჩართვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განაცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, ვინაიდან ის თავისი არსით ბიზნესის კეთებასთან ერთად უფრო მეტად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და მხარდაჭერასაც გულისხმობს.

„კონკურსი "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური მეწარმეობა სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, ვინაიდან ის თავისი არსით გულისხმობს ბიზნესის კეთებას ისე, რომ ეს სხვისთვისაც სასარგებლო იყოს. მითუმეტეს იმ სოციალურ ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბიზნესმა გაიაზროს, რომ მხოლოდ მათთვის შემოსავალი არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, სიკეთეს დანარჩენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, სოციალური მეწარმეობა თავისი არსით გულისხმობს, რომ ჩვენ დავეხმაროთ უფრო მეტად მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კონკურსში წარმატებულ პროექტებს, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს, განსაკუთრებით, თუ ეს პროექტები მიმართული იქნება საქართველოს რეგიონებზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

კონკურსი „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ მიერ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმართება.

პროცესში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და იმუშაონ, როგორც სოციალურ მეწარმეებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ფინალურ ეტაპზე სოციალურ საწარმოებთან ერთად, მიღებული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტური გუნდები პრაქტიკულად განახორციელებენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს.

გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს სამოგზაურო გრანტს სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს. განაცხადის შეტანა მსურველებს 13 მარტამდე შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42