„ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს“ - ანა ნაცვლიშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე
პოლიტიკა - 12:41, 14 Feb, 2018     925
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საპარლამენტო კომიტეტები "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სიღრმისეულად განიხილავენ და საქმიანი დისკუსიის შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივლენ და პრეზიდენტის ვეტოს გაიზიარებენ.

ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს, რომელიც "მაუწყებლის შესახებ კანონსა" და "შესყიდვების კანონში" შეტანილ ცვლილებებს შეეხება.

"დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი, ძლიერი და პროფესიონალური საზოგადოებრივი მაუწყებელი და ძლიერი კომერციული მედიასაშუალებები.

სამწუხაროდ, ეს კანონი ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ,"საზოგადოებრივი მაუწყებელი" დგას, პირიქით, ამ კანონმა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" იდეა და არსი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი განცხადებით, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს, ასევე ქმნის სერიოზული კორუფციის რისკებსაც.

"ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო და ძალიან ფართო კონსენსუსს სხვადასხვა აქტორებს შორის, ეს არის თავად კომიტეტი, რომელმაც არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს, სხვადასხვა პლატფორმაზე მდგარი და სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოება, საექსპერტო წრეები, რომელთა კონსენსუსსაც ასახავს პრეზიდენტის ვეტო", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, უპრეცედენტოა ეს კონსენსუსი და ძალიან ფართო სპექტრი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა, თუ ადამიანებისა თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი პრობლემურია და თანხმდება ასევე არგუმენტებზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სურათი არის საკმაოდ ნათელი.

"დღეს ჩვენ შესყიდვების ნაწილზეც გვექნება კომიტეტში სიღრმისეული განხილვა და კომიტეტის წვერები დარწმუნდებიან, რაოდენ საფრთხის შემცველია მოცემული კანონპროექტის კანონად გადაქცევა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42