,,პატიმარმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აქვს, ერთჯერადი საპარსით თვითდაზიანება მიიყენა“ - სასჯელაღსრულების სამინისტრო
პოლიტიკა - 12:15, 14 Feb, 2018     1719
გლდანის მერვე საპყრობილეში ყელგამოჭრილ პატიმართან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის , 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს” - აღნიშნულია სასჯელაღსრულების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42