"გამოძიება სუიციდს ვარაუდობს, რაც საეჭვოა" - ყელგამოჭრილი პატიმრის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
შემთხვევა - 11:13, 14 Feb, 2018     1218
გლდანის #8 დაწესებულებაში ნაპოვნი ყელგამოჭრილი პატიმრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულების საპირფარეშოში თანასაკნელებმა იპოვეს. შემთხვევა 10 თბერვალს მოხდა.

დაჭრილის ოჯახი თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავს და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმებმა გუშინ ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება, თირკმელებიც არის გათიშული, ამიტომ მისი გადარჩენის კუთხით მედიკოსები დამაიმედებსლ პროგოზსს ვერ აკეთებენ.

დაჭრილის ძმა, თეიმურაზ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევამდე რამენიმე დღით ადრე ბრალდებულს ესაუბრა, თუმცა მას რაიმე დაპირისპირების არსებობა არ უხსენებია.

"მდგომარეობა მძიმეა, გამოძიება ამბობს, რომ სუიციდის მცდელობააო, რასაც არ ვეთანხმებით, რადგან იარაღი ნაპოვნი არ არის. პარასკევს უნდა დაეწერა მოთხოვნა და შეხვედრა უნდა გვქონოდა. შაბათს მოხდა ეს ინციდენტი. ტელეფონით არაფერი უთქვამს თუ რამე უთანხმოება ჰქონდა,“- აცხადებს პატიმრის ძმა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რათა ყველაფერი იქნას გაკეთებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი არჩილ ჩოფილკაშვილი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება, ადგილზე ვერ ნახეს ის საგანი, რითაც პატიმარი დაზიანებას მიიყენებდა.

"ეს თვითმკვლელობის ვერსიას ძალიან საეჭვოს ხდის... ვერ გეტყვით ჭრილობა რითი აქვს მიყენებული, გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა მიყენებული“, - აცხადებს "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42