ის ხალხი, ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,არჩევანის“ ეთერში ”ევროპული საქართველოს” წევრების მიერ გაკეთბულ განცხადებებს. სააკაშვილი ”ევროპულ საქართველოს” ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.
”რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს”, ის ხალხი ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი. რანაირად მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, საქართველოში მშვენივრად დააბრუნეს თბილისის ვიცე მერი, რომელიც გაქცეული იყო, ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და ძალიან მაგრად აკეთებს ბიზნესს, ამ პატარა ჯგუფს უცებ გაუჩნდა ფული. რანაირად ხდება ეს ყველაფერი, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩარეული? ივანიშვილის გარეშე ასეთი რამეები არ კეთდება. რანაირად ხდება, როდესაც ყველა დანარჩენს დევნიან, ამათ კი შეექმნათ სასათბურე პირობები. პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ყველაფერს ხედავს. ეჭვს არ იწვევს, ისინი რა საქმეებში არიან გარეული”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






