დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, სავარაუდოდ, ძვირფასი ქვების ბიზნესი აკავშირებდა
პოლიტიკა - 21:28, 13 Feb, 2018     10634

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის საქმე- დაჭრილი გუგეშაშვილის ჩვენებიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ცნობილია, რომ დაკითხვის დროს დოდო გუგეშაშვილმა ტავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, მას „ზურა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მხედრიონის ყოფილ ლიდერს გასული წლის სექტემბერში დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. როგორც შეთანხმდნენ, გუგეშაშვილი ვინმე ზურას უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა და ნაკეთობების რეალიზაციას თურქეტში ზურა უზრუნველყოფდა.

კურიერის ინფორმაციით, პირი, ვისი სახელითაც სავარაუდო დამნაშავე დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, ვეტერანი მალხაზ თოფურიაა. ის გამოძიებამ უკვე დაკითხა.

თოფურია ადასტურებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სავარაუდოდ მკვლელის ფოტორობოტიც უჩვენეს, თუმცა, ვერავინ ამოიცნო.

ვეტერანთა საქმეების მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ გუგეშაშვილსა და ვინმე ზურას შორის ერთობლივი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია გამოძიებასაც აქვს და ამ ვერსიაზე მუშაობს.

დოდო გუგეშაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ქარვის უკრაინაში შეძენასა და საქართველოში შემოტანაზე თადარიგის პოლკოვნიკს ვინმე ზურასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ძირითადად ნაქირავებ ბინაში. ორჯერ გუგეშაშვილი ზურამ კაფეშიც დაჰპატიჟა, სადაც მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომობილით წაიყვანა. კურიერის ინფორმაციით, ახლა სამართალდამცველები კვების ობიექტის ჩანაწერების ამოღებაზე მუშაობენ.

საქმის ამ გარემოებებზე დაზარალებულის ადვოკატი ვერ საუბრობს. გელა ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეს მხოლოდ გუგეშაშვილის ლიკვიდაცია სურდა.

გუგეშაშვილი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მას სასულიერო პირები და მეგობრები შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ ეტყვიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42