,,უკრაინაში მებრძოლ ასობით ქართველს რატომ არავინ უთხრა - წადით საქართველოში?! უხერხულია, როცა ამას ავაკოვისგან, პოროშენკოსგან ვისმენთ“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 17:35, 13 Feb, 2018     1327
ვარშავაში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა უკრაინულ პოლიტიკაში მისი, როგორც ქართველის მონაწილეობაზე ისაუბრა და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს შეახსენა, რომ ის წარმოშობით მოლდოველია და იმაზე საუბარი, რომ ქართველები საქართველოში უნდა წავიდნენ, უხერხულია.

„მაშინ როცა უკრაინა ოლიგარქების მიერ არის ოკუპირებული, რომლებიც ხალხის ფულით მდიდრდებიან, ეთნიკურობაზე საუბარი შეიძლება? უკრაინა მრავალეთნიკური ქვეყანაა, სადაც ყველა თანასწორია. არ შეიძლება თქმა - ქართველები წადით საქართველოში.

მე დავიბრუნებ უკრაინულ მოქალაქეობას, რადგან უკრაინა თავისუფლების ფრონტია. უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველას ბედი წყდება. უკრაინა არის ქვეყანა სადაც ჩემი ცხოვრების ბევრი წელი გავატარე. უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფია თანასწორია და ყველა ოლიგარქების წინააღმდეგ იბრძვის.

ჩემთვის უკრაინელია ის, ვინც არ ძარცვავს უკრაინას, არ იყიდის უკრაინას, არ ყიდის თავის სინდისსა და ღირსებას, რომელიც მათ(ოლგარქებს) არ გააჩნიათ" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პოროშენკოც ისევე იყო მოლდოვიდან კიევში ჩასული, როგორც ის საქართველოდან, როდესაც ერთად სწავლობდნენ.

"როდესაც ისინი ამბობენ, ქართველები წადით საქართველოში, როდესაც ამას ავაკოვისგან , პოროშენკოსგან ვისმენ, ეს უხერხულია. დიახ, მე ქართველი ვარ. არ უარვყოფ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მაგრამ მე ვიყავი უკრაინის მოქალაქე და ვარ უკრაინის მოქალაქე. მე საქართველოს დიდი პატრიოტი ვარ, ასობით ქართველთან ერთად, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან. როდესაც ისინი უკრაინისთვის კვდებოდნენ, რატომ არავინ უთხრა, წადით ყველანი საქართველოში?! მარშალ პილსუდსკიმ ყველა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც პოლონეთისთვის იბრძოდნენ, პოლონეთის მოქალაქეობა მიანიჭა. უკრაინაში კი ხალხს, რომელიც ჩამოვიდა და იბრძვის, პოროშენკო მათ საჯაროდ დაპირდა, რომ უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებდა, თუმცა მოატყუა. და განსხვავება ის არის, რომ ის მარშალ პილსუდსკი იყო, ეს კი ბარიგაა. პოლონეთი ამაყობს ქართველი ჯარისკაცებით და არავინ ამბობს, ქართველები წადით საქართველოში" - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42