მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას მართავს. სააკაშვილის განცხადებით, ის პოროშენკოსა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ აქციების გამართვას გეგმავს, ამ საკითხზე კი კონსულტაციებს ევროპარლამენტარებთან გამართავს.
„ვიპოვი მომენტს, რომ მხარდამჭერებს ფიზიკურად შევუერთდე, თუმცა მანამდე ვიმუშავებ ევროპარლამენტთან, ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებთან .
უახლოეს კვირაში ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიქნებოდი უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში. უკრაინაში - პირიქით მდევნიდნენ, მითვალთვალებდნენ, შინაპატიმრობა მომისაჯეს. აქ კი, ევროპაში, მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი სააკაშვილი თქვენთვის უფრო საშიში იქნება, პეტრო ალექსეევიჩ.
მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას და სახლში გავისტუმრებთ ოლიგარქებს.
მე ვიმუშავებ ევროპარლამენტარებთან, ევროპელ პოლიტიკოსებთან, ჩვენ შევადგენთ „მაგნიტსკის სიის“ მსგავს სიას უკრაინელი ოლიგარქებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






