„მიშა თავის თავს მიხედავს... ცუდი ისაა, რომ დრო გადის და უკრაინიდან არაფერი გამოდის“ - თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკა - 13:02, 13 Feb, 2018     1885
კიევში, მიხეილ სააკაშვილის რესტორნიდან გატაცებასა და შემდეგ უკრაინიდან პოლონეთში დეპორტირებას ფეისბუქის გვერდზე აფასებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორინკე შარაშენიძე.

„ოდესღაც შევარდნაძემ ამერიკელებს უთხრა უკრაინას დაეხმარეთო. კარგად ესმოდა რომ რუსეთის განეიტრალების პოტენციალი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინას ჰქონდა. უკრაინის გაძლიერება საქართველოზე რუსების გავლენის შესუსტებას ნიშნავდა.

ჩემთვის მიშას უკრაინაში ყოფნა პირველ რიგში ამით იყო საინტერესო. თუმცა, უკვე შარშან დიდი ეჭვი მეპარებოდა რომ უკრაინა გაძლიერდებოდა და თავის უზარმაზარ პოტენციალს თუნდაც სანახევროდ აამოქმედებდა. ბოლო წლებში კიევში რამდენჯერმე ვიყავი (ლექციებს ვკითხულობდი) და არაფერზე ეტყობოდა ამ ქვეყანას რომ ომში იყო ჩაბმული. არაფერზე. 2014 წელს ბჟეზინსკის იმედი მოეცა რომ რუსებთან ომში ბოლოსდაბოლოს დაიბადებოდა უკრაინული სახელმწიფო... მაგრამ ვერა.

გუშინ რაც მოხდა ეს ბევრს აღარაფერს ნიშნავს უკრაინისთვის. შეიძლება არც მიშასთვის. მიშა თავის თავს მიხედავს. ყველაზე ცუდი ისაა რომ დრო გადის და უკრაინიდან არაფერი გამოდის. დასავლეთსაც ოდესღაც ყელში ამოუვა ეს ქვეყანა და იტყვის: ამათ გამო ვეჩხუბეთ რუსეთსო?

45 მილიონიანი ქვეყანა აღმოსავლეთ ფრონტზე მაქსიმუმ ერთ რუსულ დივიზიას ვერ უმკლავდება. უზარმაზარი სამხედრო მრეწველობა აქვს და იარაღს ამერიკას თხოვს.

ნეტავ ვცდებოდე და ამ ქვეყანას ვინმემ ან რამემ უშველოს - მიშა უშველის თუ გრიშა, ეს ჩემთვის მესამერისხოვანია“ - წერს შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42