„მნიშვნელოვანია, გაერთიანებული ოპოზიცია დაუპირისპირდეს არაფორმალურ მმართველობას საქართველოში, მათ შორის, თუნდაც ამ ლოკალურ არჩევნებზე. რასაკვირველია, სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიკრას ოპოზიცია და დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. ეს არის მოლაპარაკებები ცალკეულ პარტიებთან, ცალკეულ ადამიანებთან,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, გაერთიანება უნდა მოხდეს ყველა მინუს ერთი პრინციპით და არჩევნებზე ხელისუფლებას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა დაუპირისპირდეს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება:
„უნდა შემუშავდეს ფორმულა მინუს ერთი. ანუ ყველას გაერთიანება უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, გარდა „ქართული ოცნებისა“ , რათა ერთიანი კანდიდატი გავიდეს, რომელსაც მეტი შანსი ექნება გამარჯვების. მისასალმებელი იქნება თუ იგივე იმ კონსულტაციებს რომელიც არის ლიდერთა საბჭოში, შემოუერთდება ნაციონალური მოძრაობა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. “-აცხადებს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თვლის, რომ შუალედურმა არჩევნებმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტესტის ფუნქცია შეასრულოს:
„საბოლოო ამოცანა არის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი დიდი გამოცდა. მაგრამ ამ არჩევნებამდე სწორედ ხონი-ვანის შუალედური არჩევნები მოგვცემს საშუალებას დავინახოთ თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ერთობამ.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






