"საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში" - “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 11:08, 13 Feb, 2018     974
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” "საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში" ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე საქართველოში პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე განხორციელებულ კონტროლსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემებს წარმოადგენს.

"საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულების ანალიზი აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ორგანო კონტროლის არსებულ მექანიზმებს სრულფასოვნად ვერ იყენებს. ამის მიზეზი კი მწირი პოლიტიკური ტრადიცია, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობის სუსტი მექანიზმებია.

კვლევამ, რომელიც მერვე მოწვევის და ამჟამინდელი პარლამენტების საზედამხედველო საქმიანობას აფასებს, შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:

მიღწევები

უკანასკნელი საკონსტიტუციო ცვლილებებით:

გამარტივდა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა;

დაწესდა დაბალი კვორუმი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნისთვის, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს;

დაწესდა პრემიერ-მინისტრის ვალდებულება ყოველწლიური მოხსენებით წარსდგეს პარლამენტის წინაშე;

დამკვიდრდა ინტერპელაციის ინსტიტუტი.

გამოწვევები

ოპოზიციის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მექანიზმები სუსტია, მათ შორის იმის გამოც, რომ ოპოზიცია არ ხელმძღვანელობს არც ერთ კომიტეტს პარლამენტში;

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოლიტიკური დებატების ჩატარებას ინტერპელაციის და მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს;

კონსტიტუციაში აღარ არის გათვალისწინებული მთავრობის წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია;

მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში არცერთხელ არ ჩატარებულა სამთავრობო საათი - პარლამენტს პლენარულ სხდომაზე არ მოუწვევია მთავრობის წევრი;

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ კანონდებლობას და ოპოზიციის მოწვევით, როგორც წესი, არ ცხადდებიან ფრაქციის სხდომებზე: 46 დაბარების შემთხვევიდან, ფრაქციის სხდომაზე სულ 5-ჯერ დაფიქსირდა გამოცხადების შემთხვევა;

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დადგენილ ვადაში სრულად არ პასუხობენ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. დეპუტატები კი იშვიათად სარგებლობენ ამ უფლებით;

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები უმეტეს შემთხვევებში ოპოზიციონერი დეპუტატები არიან, თუმცა, როგორც წესი, მათ ამ მოთხოვნას უმრავლესობა არ ეთანხმება - მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში, საანგარიშო პერიოდში, 19-ჯერ დარეგისტრირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ მხოლოდ მისივე ინიცირებულ, ერთადერთი კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი, დარჩენილ 18 შემთხვევაში კი ოპოზიციის ინიციატივა არ გაიზიარა.

უმრავლესობა იშვიათად მიმართავს საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს, რის მიზეზადაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სხვა (არაფორმალურ) ფორმებს ასახელებს;

ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა,ხშირ შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ მხრივ გამონაკლისია სახალხო დამცველის ანგარიში, რომლის მოსმენის შემდეგ დადგენილების მიღება სავალდებულო გახდა და ასევე, დაინერგა სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მოსმენების პრაქტიკა.

რეკომენდაციები:

შეიქმნას ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის ოპოზიციის აქტიური ჩართულობის კუთხით;

რეგლამენტით განისაზღვროს, რომ სულ მცირე ერთი (საფინანსო-საბიუჯეტო) კომიტეტის თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი;

სამთავრობო საათი გახდეს ქმედეთი მექანიზმი, არ შემოიფარგლოს წინასწარ გაწერილ კითხვებზე პასუხებით და დადგეს მინისტრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ის არ დაესწრება სამთავრობო საათს;

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართოს ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, ხოლო, მოთხოვნის შემთხვევაში, დებატები;

პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე;

დადგინდეს პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშების პლენარულ თუ საკომიტეტო სხდომებზე განხილვის პროცედურები, აგრეთვე, პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაცემის და მათ შესრულებაზე პერიოდული კონტროლის მექანიზმები;

გაიზარდოს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობა" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ანგარიშში.

სრულად იხილეთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42