აფგან მუხთარლის საქმე - საპარლამენტო უმცირესობა დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება:
,,აფგან მუხთარლის საქმე არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული.
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აუცილებელია, დააფიქსიროს თავის პოზიცია მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით და საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ენმ-ს რიგებში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების განცხადებები და მუხთარლის გატაცების ფაქტი საქართველოს იმიჯისთვის დამაზიანებელია:
,,დღემდე საქართველოს ხელისუფლება იძახდეს აზრზე არ ვარ, არ ვიცი რა მოხდაო- ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველასთვის შემაშფოთებელია, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩვენი შეშფოთების მთავარი საფუძველი- ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს,“-ამბობს გიორგი ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






