„ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“ - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:27, 12 Feb, 2018     2173

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინიდან პოლონეთში დაადეპორტეს. სააკაშვილმა პირველი კომენტარი მომხდარზე „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას აეროპორტში პოლონეთის პარლამენტის წევრები დახვდნენ და ამ ეტაპზე სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება:

„ეს არის უკიდურესი პანიკის გამოვლინება, ასე მოტაცებით უკვე რამდენიმეჯერ სცადეს ჩემი მოტაცება და ბოლოს მაინც მოახერხეს, ეს არის შეშინებული ხელისუფლება, არავინ იმდენი პრობლემა არ შეუქმნა ამ ხელისუფლებას, რამდენიც მე, ფაქტია ამკიდეს რაღაც უაზრო საქმე, რაც სრული სისულელე იყო, მე არ მეშინია ციხის, ამიტომ ვუთხარი, რომ შეუძლიათ დამაპატიმრონ უკრაინაში და თქვენ იცით, რომ ვერ შეძლეს ჩემი დაპატიმრება და იძულებულნი იყვნენ გავეშვი პოლონეთში, მე არ მეშინოდა არც საქართველოში გადაცემის და ვუთხარი, თუ რამის თავი აქვთ, გამბედაობა, გადამცენ საქართველოს და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებასაც ეშინია ჩემი, ივანიშვილს და ამათაც ეშინოდათ ჩემი და გააკეთეს ის, რომ მოტაცებით, მოტყუებით, პოლონელებს მოატყუეს, იმიტომ, რომ პოლონელებთან არაფერი შეთანხმება არ იყო, კერძო თვითმფრინავით გამაძევეს პოლონეთში.

ჩემი გატაცება მოხდა ხელების გადაგრეხვით, კივილით, წივილით, იარაღის დამიზნებით, ფიზიკური ყველანაირი ზემოქმედებით, გამიტაცეს, თვალები დამიხურეს, პირი და ყველაფერი, ჯერ ვერტმფრენში ჩამსვეს, ვერტმფრენი დიდხანს დაფრინავდა კიევის გარშემო, შემდეგ ჩამომსვეს ბორისპოლის აეროპორტში და იქიდან შემიშვეს პოლონურ თვითმფრინავში, ეს არის მთელი ისტორია.

პოლონელები უკიდურესად თბილად დამხვდნენ, დამხვდნენ აქაური პარლამენტის წევრებიც, გამომკითხეს დეტალურად, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ველაპარაკე შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამომიყვეს დაცვა და იმის გათვალისწინებით, რომ თან არაფერი მქონდა, ძალიან დიდი სტუმარ-მასპინძლობით, კარგად, თბილად დამხვდნენ, ვიმყოფები პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ქვეშ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42