დაახლოებით ორი საათის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ვარაუდობს, რომ სააკაშვილის დეპორტაცია შესაძლოა პოლონეთში მოხდეს:
“რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანაპარტიელებს უკრაინაში, იყო სამი მიკროავტობუსის და როგორც ამოიცნეს, ეს იყო საიმიგრაციო სამსახური, ასევე პერიმეტრს იცავდა ნაწილობრივ პოლიცია, რამდენადაც თვითმხილველები ამბობენ, ამ წუთებში ჩემს მეგობრებს არ აქვთ ინფორმაცია და არავის გვაქვს ინფორმაცია სად მიჰყავთ მიხეილ სააკაშვილი. არის კიდევ ფაქტორი, წარუდგენიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა როდესაც აკავებდნენ, ძალიან უხეშად მოხდა მისი გატაცება. არის ერთი ვარაუდი, რომ მიჰყავთ აეროპორტისკენ, ეს რაც ჩვენ ვიცით, თუმცა, შემდგომში მოვლენების განვითარება როგორი იქნება ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა არის ასევე ინფორმაცია, რომ იქნება მესამე ქვეყანაში, ანუ იმ ქვეყანაში დეპორტი, საიდანაც შემოვიდა, ეს არის უბრალოდ ვარაუდი, რომ მიჰყავთ აეროპორტისკენ, ფაქტია, რომ ეს გატაცება არის უკანონო, ფაქტია, რომ რეალურად სამართლებრივი საფუძვლები არავითარი არ ჰქონდა საემიგრაციო სამსახურს და სხვა სამსახურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ასე უკანონოდ დაეკავებინათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






